რეინფიცირება გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის - ამირან გამყრელიძე
განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ
მიდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა,
დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და
ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით დადგინდა 3 თუ
5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა.
ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“,
- განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები