საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი.

დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google