კორონავირუსის კიდევ 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov. Ge ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 549 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 439 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google