ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დღეს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის
შესახებ იმსჯელებს. პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების
შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8
მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი
გადახდილია.
მასალის გამოყენების პირობები