გურჯაანში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი:: გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი და ვეჯინი დააზარალა.

სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ერთვოდა, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები გაანადგურა. ადიდებულმა ხევებმა ბაკურციხე-თელავის დამაკავშირებელი გზის ჭანდრის მონაკვეთი ჩახერგა, რის გამოც რამდენიმე წუთი ტრანსპორტით მოძრაობა შეუძლებელი იყო.

უნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ამ დროისთვის სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.
„ ზარალს ვითვლით, მაგრამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის ანაზღაურება არ შეუძლია. რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტქრუტურას, ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობა ეყოფა”-

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტიქიამ ახმეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიც დააზარალა.

| Print |
FaceBook Twitter Google