კორონავირუსის კიდევ 1788 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1788 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1251 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4 336 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google