გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩაინიშნა
13 მაისს „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. საქმე ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის ფაქტს ეხება.

„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ,ინციდენტი 2019 წლის დეკემბერში მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი საზღვარგარეთ მიდიოდნენ. როგორც უგულავა აცხადებს, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა – საბა გავაშელიშვილი და დავით პარკაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google