ჩაილურში მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი,ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / ჩაილური /