გვესმის, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე კომენდანტის საათის გადაწევის საკითხს განიხილავენ.

„მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც იზრდება. მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. მას 17 მაისის მონაცემებით, 31 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

| Print |
FaceBook Twitter Google