რესტორნები და კაფეები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ
რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google