მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა
გურჯაანის საკრებულოს წევრმა, სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელმა, მაია ბეროშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. საკითხი საკრებულოს სესიაზე განიხილეს.

როგორც საკრებულოს წევრმა ლევან ხაზიურმა ჩვენთან საუბარში განმარტა, მაია ბეროშვილმა მანდატი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.

„ქალბატონ მაია ბეროშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. როგორც განცხადებაშია მოყვანილი ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, საოლქო კომისია აცნობებს იგივე სქესის მომდევნო სიის წევრს და თანხმობის შემთხვევაში ჩაანაცვლებს.“

მაია ბეროშვილი სესიას არ დასწრებია.

| Print |
FaceBook Twitter Google