სოფელ შრომაში მაღაზია გაქურდეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს . შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა,წაიღეს სიგარეტები და თანხა, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google