მანდატურის 32 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მუნიციპალიტეტების სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

უწყების ინფორმაციით, მანდატურის საჭიროება დგას მცხეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ოზურგეთის, სამტრედიის, ზუგდიდის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისის, გარდაბნის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ახმეტის, ბორჯომის, ახალქალაქის, ასპინძის მუნიციპალიტეტების ქალაქების, სოფლებისა და დაბების სკოლებში.

კონკურსი სულ 32 მანდატურის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად წარიმართება. კანდიდატისთვის სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება ნებისმიერ 21 წლის ასაკის ზემოთ, ნასამართლობის არმქონე, პროფესიული ან უმაღლესი განათლების, ქართული ენის მფლობ და შესაბამისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს შეუძლია. ამისთვის შევსებული სააპლიკაციო ფორმის, სამოტივაციო წერილის, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა კმარა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, უწყება შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისა და ფიზიკური მზაობის შემოწმების შედეგად შეაფასებს. შემდეგ კი, პოზიციის დაკავებამდე, კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსს 2 თვის განმავლობაში დისტანციურად გაივლიან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 19 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით შეუძლიათ უწყების მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

| Print |
FaceBook Twitter Google