პლატონ კალმახელიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ პლატონ კალმახელიძე დაინიშნა.
პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, კალმახელიძე, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

პლატონ კალმახელიძე, 2014-2017 წლებში თელავის არჩეული მერის პოსტს იკავებდა. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა, ვაკანტური 2021 წლის 9 თებერვლიდან, ირაკლი შიოშვილის რეგიონის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google