თელავში ფეხბურთის თამაშისას 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მდებარე სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, თანატოლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
| Print |
FaceBook Twitter Google