კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ “სინოვაკზე” რეგისტრაცია დღეს,21
მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით,
სინოვაკით ვაქცინაცია უკვე 24 მაისიდან იგეგმება.
„სინოვაკი“, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.
ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260
მილიონი დოზა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის
განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით, „სინოვაკის“
გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის
შესაძლებელი.
ივანე ჩხაიძის თქმით, უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, „სინოვაკის“
ეფექტიანობა „ფაიზერის“ ვაქცინისას უტოლდება. მას მხოლოდ ლოკალური
გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომლებიც 2-3 დღე გრძელდება.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური
„სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები