გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების თარიღი შეიცვალა.

კერძოდ, 2021 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 02:30 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 29 მაისის 02:30 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გვირაბი / გორი /