საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით სამი კახელი დააკავეს
საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. ინფორმაცია ბერძნულმა მედიამ გაავრცელა. ირკვევა, რომ დაკავებულებს შორის არიან თელავიდან და გურჯაანიდან ემიგრაციაში წასული პირები.

ათენის პროკურატურის დადგენილებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს. ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულება 190 000-მდე ევროა.


| Print |
FaceBook Twitter Google