კახეთში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +35 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.გურჯაანში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /