საქართველოში 903 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 581 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 96, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 55, შიდა ქართლში - 42, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 55, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google