სოფელ კაჭრეთში სტიქიის დროს დაზიანებული 201 სახლის სახურავის გადახურვა მიმდინარეობს
30 აპრილს კახეთის რეგიონში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელივანი პრობლემები შეიქმნა.

ზარალი მიადგა სასოფლო სამეურნეო სავარგულებს.გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგად 201 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, სოფელ კაჭრეთში, 85 საცხოვრებელი სახლია გადახურული, მაისის ბოლომდე კი 201 სახლის გადახურვის სამუშაოები დასრულდება.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაჭრეთი / სტიქია /