“ნამოხვანჰესის” აქციის მონაწილეებმა, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე
კარვები გაშალეს. მათ ხელისუფლებას თავიანთი მოთხოვნის შესარულებაზე
ვადა დღეს 12 საათამდე მისცეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის
ხეობა. მათ მოთხოვნებში ასევე შედის ეკონომიკის მინისტრის,ნათია
თურნავას გადადგომა.
„აქ ვრჩებით და ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების
მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი
მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს
ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, სხვაზე გადაიტანოს
პასუხისმგებლობა, თითქოს რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ
იმ გადაწყვეტილების მიღება… თუ არ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება,
ნათელი იქნება, რომ სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას.
ჩვენ არ ვაპირებთ, უკან დავიხიოთ ამ ბრძოლაში, რამდენიც ვართ დღეს,
ორი იმდენი ვიქნებით ხვალ. ამიტომ, გიცდით, ჩვენი ძლიერი მხარეა ასევე
მოთმინება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში “ნამოხვანჰესის”
მოწინააღმდეგეები უკვე დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან
მასალის გამოყენების პირობები