პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის შესახებ საკომიტეტო მოსმენები იწყება
დღეიდან პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის შესახებ საკომიტეტო მოსმენები იწყება. საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ მომზადებულ ორ კანონპროექტს განიხილავენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 19-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულთა თანხმობა. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ სწორედ მათი პროექტი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა, სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან.

| Print |
FaceBook Twitter Google