დღეს კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google