საქართველოში 892 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 669, კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 114, იმერეთში - 184, ქვემო ქართლში - 78, შიდა ქართლში - 43, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 129, კახეთში - 56, მცხეთა-მთიანეთში - 50, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google