პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ
პირველი ივნისიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში აღარ იმუშავებენ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. პირველი ივნისიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც მიიღებენ

„კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთ სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეთი თუ სხვა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google