სახმელეთო საზღვრები იხსნება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება.

“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PSR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ცაიტარონ PSR ტესტი”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google