26 მაისს დაანონსებულ აქციას “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეეგეები ვერ გამართავენ- სოზარ სუბარი
26 მაისს დაანონსებულ აქციას “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეეგეები ვერ გამართავენ- ამის შესახებ მმართველო გუნდის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს.

“ქართულ ოცნებაში“ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები კანონის დარღვევას ეცდებიან, მათ წინააღმდეგ კანონი იმოქმედებს.

“ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, რომ ვერ გააკეთებენ აქციას ეს ცალკე საქმეა, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში.ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით ნუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების სურვილი, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს”,- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა მომდევნო მასშტაბური აქცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დააანონსა და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google