თბილისში პირველი ივნისიდან გაზი ძვირდება
თბილისის ყველაზე დიდი გაზგამანაწილებელი კომპანიის "თბილისი ენერჯის" ტარიფი გაძვირდა. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს 1 ივნისიდან მოუწევთ.

ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი. ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.

| Print |
FaceBook Twitter Google