როგორი ამინდი იქნება დღეს კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /