კორონავირუსის კიდევ 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 195 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343 963 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 327 618, გარდაიცვალა 4 773 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google