კახეთში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 200 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 43, იმერეთში - 27, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 6, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 24, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 892 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი,. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google