ვმსჯელობთ იმაზე, რომ პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში- ამირან გამყრელიძე
პირბადეს ვტოვებთ იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების ახალი რიცხვი არის ასეულების ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო
„ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ, თუმცა არის დისკუსია იმაზეც, რომ პირბადე იყოს სავალდებულო გარეთ მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის გაჩერებები, დიდი სამოძრაო ქუჩები, მაგალითად, თბილისში რუსთაველის გამზირი ან ბათუმში ბულვარი და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯობს ჯერ, გარკვეული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ივნისში, პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრების“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პირბადე /