კომენდანტის საათის მოქმედების ვადა შემცირდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან, 23:00–დან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

„შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google