პირველკლასელებისთვის დამატებულ ადგილებზე რეგისტრაცია იწყება
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს.

ელექტრონულ რეგისტრაციას ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე http://registration.emis.ge. დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან ვებ გვერდზე https://catalog.emis.ge/main.

2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

| Print |
FaceBook Twitter Google