სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო
24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული
შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 527 ფაქტი
გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 53 პირი დააჯარიმა.დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.გარდა ამისა, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 374 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევის 100 ფაქტი გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის
განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად
ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები