თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის
ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა
მოიტაცა.
გოგონას დედის ინფორმაციით, მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც მისი
შვილი გაიტაცეს. განსხვავებული ვერსია აქვს ბიჭის ოჯახს. მათი
განცხადებით გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვარდათ და გოგონა მას თავისი
ნებით გაყვა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ახალგაზრდების ადგილსამყოფელი,ამ დრომდე უცნობია.
საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების
უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები