კორონავირუსით კახეთში 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით 83 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინციფირებულების 6 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს. საერთო ჯამში, კახეთში, ინფიცირებულთა რაოდენობა 14700 - ს აჭარბებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 646- ია, აქედან 557 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 89 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. გამოჯანრთელდა 25 პაციენტი, ჯამში კი ვირუსი 13921 - მა ადამიანმა დაამარცხა. 138 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google