გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +27 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება,
ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა
მოსალოდნელი სიღნაღშიც, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16
გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები