რეგიონებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია იწყება
დღეიდან რეგიონებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

ბოლო მონაცემებით ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

| Print |
FaceBook Twitter Google