„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის ნაცვლად საკუთარ ოფისში მივიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარლამენტის ნაცვლად, საკუთარ ოფისში მივიდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ტექნიკური საკითხები აქვთ დასაზუსტებელი და დღეს აუცილებლად დაიწყებენ საპარლამენტო საქმიანობას.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, არიან სამოქალაქო აქტივისტები და რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც 7 თვის განმავლობაში იყო ბოიკოტის რეჟიმში, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება აღარ აქვს. მათი თქმით, ეს პარტია საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას არ იმსახურებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეს უნდა ჩაერთოს.

| Print |
FaceBook Twitter Google