ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 199 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 439 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 71, იმერეთში - 86, ქვემო ქართლში - 66, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 31, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევათა რაოდენობაა 10 346, საიდანაც 3 210 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას, მძიმე პაციენტია 708. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 6 501 პირი . საკარანტინე სივრცეებში 34 ადამიანია მოთავსებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 15 234 ადამიანი იმყოფება.

| Print |
FaceBook Twitter Google