სამოქალაქო განათლების ტესტში ცვლილებებია
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგამოცდო ტესტში ცვლილებებია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირმა ხომერიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტიდან ამოღებულია საკმაოდ მოცულობითი დავალება, რომელშიც ორი ტექსტი შედიოდა. ასევე ტესტში შემცირებულია იმ დავალებათა რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ ცოდნას ამოწმებდა.

„ცვლილება შეეხო საგამოცდო დროს და ნაცვლად 5 საათისა ტესტის შესრულებისთვის მასწავლებლებს მიეცემათ 4 საათი. შესაბამისად შეიცვალა, რა თქმა უნდა, ტესტის ფორმატი. მაქსიმალური ქულა გახდა 55-ის ნაცვალად 60. ამოვიღეთ ორი დავალება. 2020 წლის ტესტში ეს იყო ნუმერაციით მე-19 დავალება. ეს არის შეცდომების გასწორება და ეს არის მოსწავლის ნაწერების შეფასება. ეს იყო საკამოდ მოცულობითი დავალება. ორი ტექსტი იყო მოცემული, პირობითად ვთქვათ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება ერთი კონკრეტული თემის გარშემო. მოცემული იყო შეფასების სქემა და კრიტერიუმების საფუძველზე პედაგოგს უნდა შეეფასებინა, ანალიზი გაეკეთებინა და დაეწერა კონკრეტული ქულა. ცოტა შემცირდა იმ დავალებათ წილი, რომელიც კონკრეტულ ცოდნას ამოწმებდა და გაიზარდა ისეთი დავალებები, რომელიც უფრო უნარებს, ანალიზს და ა.შ. ამოწმებს. ტესტურ დავალებათა რაოდენობა 23 იქნება. აპლიკანტმა 34 ქულა ან მ მეტი უნდა დააგროვოს. სამოქალაქო განათლებაში შიდა ბარიერები არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google