საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 191 001 პირი აიცრა
Stopcov. Ge -ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 184-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 191 001-მა მოქალაქემ გაიარა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google