„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების ცნობითვე, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. „სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „სინოვაკის“ პირველი დოზით 17 199 მოქალაქე აიცრა.

| Print |
FaceBook Twitter Google