რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;
კოდექსის მიხედვით, უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის, ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.

2023 წლამდე ნარჩუნდება სტატუსკვო, თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ახალი სერვისის მიწოდება შესაძლებელი იქნება, მოქალაქეებს ამ ალტერნატივით სარგებლობაც შეეძლებათ. რაც შეეხება ტარიფებს, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 6 ლარი, უცვლელი დარჩება. დაიშვა ტყის რესურსების კომერციული მიზნით სარგებლობაც. კენკრისა და ნებისმიერი ტყის პროდუქტის კომერციალიზაციის მსურველები ერთ წლიანი სეზონური ნებართვის მიღებას, გარკვეული პირობებით, სატყეო სამსახურებიდან შეძლებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კოდექსი / ხე ტყე /