კახეთში კორონავირუსის კიდევ 42 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 452 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: : აჭარაში - 56, იმერეთში - 82, ქვემო ქართლში - 43, შიდა ქართლში - 47, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065 საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 843 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google