გახდება თუ არა სავალდებულო ღვედის გამოყენება ავტომობილის უკანა სავარძელზე
ავტომობილების უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე დავით მებაღიშვილმა წარადგინა.

როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, ღვედის გამოყენების ვალდებულება ავტომობილის უკანა სავარძლებზე არ ვრცელდება. მისივე შეფასებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო, თუ უფრო განმტკიცებული იქნებოდა უსაფრთხოების კულტურა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.

| Print |
FaceBook Twitter Google