Stopcov.ge -ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 775
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია.
მასალის გამოყენების პირობები