პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, გიორგი
გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას და პარტიის პოლიტიკური
საბჭოს წევრს, კახაბერ ქემოკლიძეს ბრიუსელში შეხვედრები აქვთ
ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების
პოლიტიკის სამსახურში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისსა და
ნატოში.
ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური
ცენტრების წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები